ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა აღიარა, რომ სიამოვნებით მოამზადებდა ბრიტანელ მძიმეწონოსან ენტონი ჯოშუას უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან მატჩ-რევანშისთვის.
სექტემბრის ბოლოს, ჯოშუამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო ბრძოლა უსიკთან და დაკარგა WBA Super-ის, WBO-ს, IBF-სა და IBO-ის საჩემპიონო ქამრები.
ამ მოკრივეთა რევანში 2022 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს და ბევრი ურჩევს ჯოშუას, რომ მწვრთნელი შეიცვალოს. მაიკ ტაისონი მზად არის ბრიტანელს რამდენიმე ფანდი ასწავლოს.
„ეს პატივი იქნებოდა ჩემთვის. ჯოშუას დიდი პოტენციალი აქვს, ასე რომ, ამ წაგებამ არ უნდა გაანაწყენოს“, – განაცხადა ტაისონმა ES News-თან კომენტარში.