ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ მაიკ ტაისონმა სატელევიზიო ინტერვიუში გულახდილად ილაპარაკა მარიხუანას მიმართ თავისი სიყვარულის შესახებ. მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა აღიარა, რომ ყოველ თვე თავის საქმიან პარტნიორთან ებენ ბრიტენთან ერთად თვეში მარიხუანაზე 40 ათას დოლარს ხარჯავს.
დღეისთვის ტაისონი კალიფორნიაში ცხოვრობს – ერთ-ერთ შტატში, რომელშიც მარიხუანა ლეგალიზებულია. 2017 წელს, მოკრივემ მიწის ნაკვეთი შეიძინა კალიფორნიაში კანაბისის მოსაყვანად. მიწის ფართობი 16 ჰექტარია.