მაიკ ტაისონი ევანდერ ჰოლიფილდთან მესამე ბრძოლის გასამართად მზად არის
ლეგენდარული მოკრივე მაიკ ტაისონი, როგორც ცნობილია, სულ მალე რინგს უბრუნდება. 28 ნოემბერს 54 წლის „რკინის მაიკი“ საგამოფენო დაპირისპირებას როი ჯონს ჯუნიორთან გამართავს. ბრძოლა ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ შედგება.
ჯიმ გრეისთან საუბრისას ტაისონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის სიამოვნებით გამართავს მესამე ბრძოლას ევანდერ ჰოლიფილდის წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ ხალხს ამ დაპირისპირების ხილვა კიდევ სურს.
შეგახსენებთ, რომ ტაისონმა და ჰოლიფილდმა კრივის მოყვარულებს ორი გამორჩეული ბრძოლა აჩუქეს. პირველად 1996 წელს, როცა ჰოლიფილდი გახდა მეორე მოკრივე, რომელმაც ტაისონის დამარცხება შეძლო.
რემატჩი კი 1997 წელს შედგა, რომელიც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გამოდგა. „რკინის მაიკმა“ ევანდერს მესამე რაუნდის ბოლოს ყური მოაჭამა, რის გამოც მან დისკვალიფიკაცია მიიღო.