ევანდერ ჰოლიფილდი - საპასუხოდ ტაისონის კბენა მინდოდა
ევანდერ ჰოლიფილდი - საპასუხოდ ტაისონის კბენა მინდოდა

ყოფილმა ამერიკელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ევანდერ ჰოლიფილდმა გაიხსენა თავისი ემოციები 1997 წლის ლეგენდარული ორთაბრძოლიდან, რომელშიც ის მაიკ ტაისონს დაუპირისპირდა. იმ შეხვედრაში ტაისონმა მეტოქეს ყურის ნაწილი მოაჭამა და დისკვალიფიკაცია მიიღო.

„მან მე ყურზე მიკბინა, ასეთ რამეს ვერავინ წარმოიდგენდა, – განაცხადა ჰოლიფილდმა. – არასდროს, არავინ ფიქრობს, რომ მას ყურზე უკბენენ. მახსოვს, როგორი გაბრაზებული და განაწყენებული ვიყავი. მინდოდა, მისთვის საპასუხოდ მეკბინა. მაგრამ ჩემი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა გამაფრთხილა, რომ ტაისონი რაღაცის გაკეთებას შეეცდებოდა და შემახსენა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ამიტომაც, უარი ვთქვი ამ აზრებზე და მაშინ, მან ისევ მიკბინა! როცა ბრძოლა გააჩერეს და ყველა დაწყნარდა, მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. ვფიქრობ, ამან კრივი გადაარჩინა“.

57 წლის ჰოლიფილდმა პროფესიულ კარიერაში 57 ბრძოლა ჩაატარა და 44 მოიგო.