პირველი მოკრივე, ვინც ტაისონი დაამარცხა, 60 წლის გახდა
პირველი მოკრივე, ვინც ტაისონი დაამარცხა, 60 წლის გახდა

ამერიკის ქალაქ კოლამბუსში 1960 წლის 7 აპრილს ჯეიმს (ბასტერ) დუგლასი დაიბადა. იგი გახდა პირველი მოკრივე, ვინც მაიკ ტაისონი დაამარცხა.

1990 წლის 11 თებერვალს ტოკიოში, მსოფლიო კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა – რინგის დაუმარცხებელი ვარსკვლავი მაიკ ტაისონი, ჯეიმს „ ბასტერ“ დუგლასთან ნოკაუტით დამარცხდა. ბრუკლინელმა ბრძოლა შეტევებით დაიწყო და მოწინააღმდეგეს პირველივე რაუნდში გონება დააკარგვინა. ბასტერი წამოდგა, მომდევნო რაუნდებშიც კარგად გამოიყურებოდა და მეათე რაუნდში ტაისონი ნოკაუტით დაამარცხა.

ეს იყო ტაისონის კარიერაში პირველი მარცხი და დუგლასის პირველი ტიტული. ბასტერმა ქამრის შენარჩუნება ცხრა თვეზე მეტ ხანს ვერ შეძლო. იგი ივანდერ ჰოლიფილდთან დამარცხდა და მას შემდეგ ქამარი არასოდეს დაუბრუნებია.

დატოვე კომენტარი