მაიკ პომპეო - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილების გადაბარებასთან დაკავშირებით ყველაფერს გააკეთებს, რასაც კანონი მოითხოვს
მაიკ პომპეო - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილების გადაბარებასთან დაკავშირებით ყველაფერს გააკეთებს, რასაც კანონი მოითხოვს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უფლებამოსილების გადაბარებასთან დაკავშირებით ყველაფერს გააკეთებს, რასაც კანონი მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ესაუბრა თუ არა უკვე მაიკ პომპეო ენტონი ბლინკენს, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა.

„მე არ მისაუბრია. დღეს ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რათა ვნახოთ, თუ რას გულისხმობს გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის გადაწყვეტილება და გავაკეთებთ ყველაფერს, რასაც კანონი მოითხოვს. ჩვენ გავაკეთებთ ამ სამუშაოს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

23 ნოემბერს გენერალური მომსახურების ადმინისტრაციამ, რომელიც გარდამავალ პერიოდში საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაბარებას უზრუნველყოფს, ჯო ბაიდენს აცნობა, რომ მას შეუძლია, ოფიციალურად დაიწყოს უფლებამოსილების გადაბარების პროცედურა.

მაიკ პომპეომ ასევე გააკრიტიკა ჯო ბაიდენის გუნდის საგარეო პოლიტიკის გეგმები.

„მულტილატერალიზმი მეობრებთან ერთად კოქტეილის წვეულებაზე გასართობად აშშ-ის ინტერესებში არ შედის. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნებთან, როდესაც გვაქვს საერთო ინტერესები და ვქმნით კოალიციებს, რომლებსაც ნამდვილად მოაქვთ რეალური შედეგები და ასახავენ არსებულ რეალობას“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.