მაიკ პენსი და მისი მეუღლე ხვალ კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ
მაიკ პენსი და მისი მეუღლე ხვალ კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და მისი მეუღლე ხვალ კორონავირუსზე ტესტს ჩაიტარებენ. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მაიკ პენსის თქმით, ვირუსზე ტესტი 195 000 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან დადებითი მხოლოდ 19 343-ია.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ვიცე-პრეზიდენტის ოფისის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, რომ არც ვიცე-პრეზიდენტ პენსს და არც პრეზიდენტ ტრამპს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტი არ ჰქონიათ.