ფორმულა 1-ის კალენდარში შესაძლოა, გაჩნდეს მეორე ეტაპი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩატარდება.
როგორც Autosport.com წერს, რბოლას მაიამი უმასპინძლებს. იდეა უკვე მოიწონა ქალაქის საბჭომ და ახლა, კონცეფციის შემუშავებაზე მუშაობს, რათა მაქსიმალურად სწრაფად ჩაატაროს ეტაპი.
ამასთან, მაიამის მოსახლეობაა წინააღმდეგია ამ ინიციატივის, რადგან არ აწყობს ხმაური რბოლის დროს, აგრეთვე, მცენარეების დაზიანების პერსპექტივა ტრასის მშენებლობისას.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, ფორმულა 1-ის აღმასრულებელი დირექტორი ჩეიზ კერი უკვე შეხვდა მაიამის მერს ფრენსის სუარესს გრანპრის სავარაუდო ჩატარების თაობაზე.
პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა მაიამის რბოლით ჩაანაცვლებს აზერბაიჯანის გრანპრის. აზერბაიჯანულ მხარესთან მოქმედი ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდეა გაფორმებული.
დღეისთვის, ფორმულა 1-ის კალენდარში უკვე არის ერთი ეტაპი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე – 2012 წლიდან რბოლები ტექსასის შტატში, ქალაქ ოსტინში ტარდება.