მაიამის „მასტერსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი მიშა ზვერევს დაუპირისპირდება
მაიამის „მასტერსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი მიშა ზვერევს დაუპირისპირდება

მაიამიში მიმდინარე „მასტერსის“ 1000-იანი სერიის ტურნირზე, მეორე წრეში ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი მიშა ზვერევი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 75-ე ჩოგანია.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი და პირველ წრიდან გათავისუფლებული იყო. ზვერევთან წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მესამე წრეში ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე, ფრანგი გაელ მონფილსი უნდა იყოს. ბასილაშვილი და ზვერევი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ გერმანელმა იმარჯვა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს მე-19 ჩოგანია. შეხვედრა 22 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი.