მაიამის „მასტერსზე“ ნიკოლოზ ბასილაშვილი მიშა ზვერევს დაუპირისპირდება
DUBAI, UNITED ARAB EMIRATES - FEBRUARY 28: Nikoloz Basilashvili of Georgia plays a forehand against Borna Coric of Croatia during day twelve of the ATP Dubai Duty Free Tennis Championships at Dubai Duty Free Tennis Stadium on February 28, 2019 in Dubai, United Arab Emirates. (Photo by Francois Nel/Getty Images)
მაიამიში მიმდინარე „მასტერსის“ 1000-იანი სერიის ტურნირზე, მეორე წრეში ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გერმანელი მიშა ზვერევი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 75-ე ჩოგანია.
ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-17 ნომრად არის განთესილი და პირველ წრიდან გათავისუფლებული იყო. ზვერევთან წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მესამე წრეში ბასილაშვილის სავარაუდო მეტოქე, ფრანგი გაელ მონფილსი უნდა იყოს. ბასილაშვილი და ზვერევი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორივეჯერ გერმანელმა იმარჯვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიოს მე-19 ჩოგანია. შეხვედრა 22 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზეა დაგეგმილი.