მაიამი ლიონელ მესის დასახვედრად ემზადება - ქალაქში მესის უზარმაზარი გამოსახულება გაჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესის დებიუტამდე „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ფლორიდული კლუბის თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა გადაწყვიტა, არგენტინელს განსაკუთრებული საჩუქარი დაახვედროს – უნიკალური ფრესკა მაიამის ერთ-ერთი შენობის ფასადზე.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა თავად ესწრებოდა ხატვის პროცესს. მას თან ახლდა ცოლი – ვიქტორია ბექჰემი, რომელმაც სამუშაო პროცესის ამსახველი ვიდეო „ინსტაგრამში“ განათავსა.
„არ არსებობს რაიმე, რაც დევიდმა შეიძლება ვერ გააკეთოს“, – დაწერა ვიქტორიამ.
ლიონელ მესის დებიუტი ახალ კლუბში 21 ივლისს უნდა შედგეს მექსიკური „კრუს ასულის“ წინააღმდეგ.