მაგიდის ჩოგბურთში თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა
მაგიდის ჩოგბურთში თორნიკე ღოღობერიძის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი „არენა 2“-ში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 11 რეგიონის 85 მოზარდმა მიიღო.
ვაჟთა და გოგონებს შორის პირველი ადგილი აჭარის წარმომადგენლებს ერგოთ. ტურნირის გამარჯვებულები ანრი და ანა მელაძეები გახდნენ.
თორნიკე ღოღობერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში უკვე მეექვსედ ჩატარდა, რომელიც მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ინიციატივით, თბილისის მერიისა და ღოღობერიძის ფონდის ხელშეწყობით გაიმართა.