მაგიდის ჩოგბურთი | ანასტასია ჩხარტიშვილი ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT
მაგიდის ჩოგბურთი | ანასტასია ჩხარტიშვილი ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება #1TVSPORT

ანასტასია ჩხარტიშვილი, მაგიდის ჩოგბურთის 12 წლის წარმატებული სპორტსმენი, ხორვატიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ემზადება.

პატარა სპორტსმენმა ბოლო დროს დიდ წარმატებებს მიაღწია. თავისი ამჟამინდელი შედეგებიდან გამომდინარე მას კონტინენტის პირველობაზე წარმატების მიღწევა ხელეწიფება. მას შემდეგ, რაც ანასტასია კადეტებში ასპარეზობს (2021 წლიდან), მან მიუხედავად თავისი ასაკისა, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის მოგება შეძლო.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში, ის გახდა თბილისის კადეტ გოგონათა შორის ტურნირის ჩემპიონი, ქალთა შორის თბილისის ჩემპიონი, საქართველოს პირველობაზე კადეტ გოგონათა შორის (U15) ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს პირველობაზე წყვილთა თანრიგში კადეტ გოგონებს შორის (U15) საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს პირველობაზე წყვილთა თანრიგში შერეული სისტემით კადეტ გოგონათა და ვაჟთა შორის (U15) საქართველოს ჩემპიონი.

ის ასევე გახდა მოზარდთა ლიგის, სამი თვის განმავლობაში Beactive ფარგლებში მიმდინარე ტურნირის, კადეტ გოგონათა შორის აბსოლუტური ჩემპიონი (ტურის წაგების გარეშე). ის არის პირველი გოგონა, რომელმაც მოიპოვა სუპერლიგაში თამაშის უფლება, მაგიდის ჩოგბურთის საქართველოს უძლიერეს მოთამაშეთა შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ ანასტასია ამჟამად ინტენსიურად ვარჯიშობს საქართველოს კადეტ U15 ნაკრებთან ერთად ივლისში ხორვატიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნინო ნინოშვილის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ. მას ანასტასია მომზადებაში ასევე ეხმარებიან მოქმედი სპორტსმენები: ლევან პავლიაშვილი და ლაშა ლომია საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები, ასევე მწვრთნელები: კოტე ხარატი და დიმა ფირზადოვი.

მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის პრესსამსახური