ანა ნიკოიანმა მესამე ევროპულ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა #1TVSPORT
ანა ნიკოიანმა მესამე ევროპულ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა #1TVSPORT

ქართველმა მაგიდის ჩოგბურთელმა, ანა ნიკოიანმა მესამე ევროპულ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. იგი 23 წლის მაგიდის ჩოგბურთელია და ბოლო რამდენიმე წელიწადია, ასპარეზობს სერბულ და უნგრულ პროფესიონალურ კლუბში.

მესამე ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 21 ივნისიდან უმასპინძლებს. მაგიდის ჩოგბურთში ევროპულ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს ევროპის საუკეთესო 31 მოთამაშე და ერთიც ე.წ. ველური ბარათის (wild card) მფლობელი. სწორედ ველური ბარათის მოპოვების ხარჯზე წარდგება ანა ნიკოიანი ევროპულ თამაშებზე. ეს ბარათი, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ეძლევა იმ ქვეყანას და სპორტსმენს, სადაც მაგიდის ჩოგბურთი ჯერ კიდევ არ არის განვითარებული და რომელიც ბოლო პერიოდში დიდ პროგრესს აჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ მაგიდის ჩოგბურთი 1988 წლიდან არის ოლიმპიური სპორტის სახეობა და ეს იქნება პირველი შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი წარდგება ასეთ დიდ სპორტულ ფორუმზე.