მაგიდის ჩოგბურთი | ბათუმი მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს #1TVSPORT
მაგიდის ჩოგბურთი | ბათუმი მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას უმასპინძლებს #1TVSPORT

2024 წლის 26-29 სექტემბერს, საქართველო მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის კალენდარში გათვალისწინებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას – მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო ახალგაზრდულ სერიას მასპინძლობს, რომელიც მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 120 სპორტსმენი. მონაწილე ქვეყნები არიან: ინგლისი, ისრაელი, ლატვია, აშშ, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, უკრაინა, საქართველო და თურქეთი.

საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან 28 ახალგაზრდა სპორტსმენი იასპარეზებს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, წარადგინოს თავისი ნიჭიერი და წარმატებული სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე.

დღეს ტურნირის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელში მონაწილეობა  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.