12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა მაგიდის ჩოგბურთში ზრდასრულთა თბილისის ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT
12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა მაგიდის ჩოგბურთში ზრდასრულთა თბილისის ჩემპიონატი მოიგო #1TVSPORT

22-24 აპრილს სპორტკომპლექს არენაში გამართულ თბილისის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატში ქალთა შორის (ასაკის შეუზღუდავად) პირველობა 12 წლის ანასტასია ჩხარტიშვილმა მოიპოვა. გამარჯვებამდე ანასტასიამ რამდენიმე მასზე გამოცდილი და ასაკით უფროსი სპორტსმენი დაამარცხა, ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ეროვნული ქალთა ლიგის ვერცხლის პრიზიორ ნათია კაციტაძეს სძლია.

ანასტასია ჩხარტიშვილი მაგიდის ჩოგბურთს 2018 წლის დეკემბრიდან თამაშობს. იგი თბილისის პირველობაზე მინი-კადეტ გოგონებში ორჯერ გახდა ვიცე-ჩემპიონი, 2021 წელს კი – ჩემპიონი.

ანასტასია წარმატებით თამაშობს საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ #BE ACTIVE ფარგლებში ორგანიზებულ მოზარდთა ლიგაში, რომელიც 10 ტურისგან შედგება. ის მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 5 ივნისს დასრულდება. აღნიშნული ტურნირი იმით არის საინტერესო, რომ იქ ერთად თამაშობენ კადეტი ვაჟები და გოგონები.

ამ ეტაპისთვის ანასტასია ჩხარტიშვილი ლიგის მონაწილეთა შორის ვაჟთა და გოგონათა საერთო ცხრილში, გოგონებში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო ვაჟთა შორის ის მეორე პოზიციაზეა.

საქართველოს მაგიდის ჩოგურთის ფედერაციის პრესსამსახური