მადრიდის „რეალი“ 2024 წლის საუკეთესო გუნდი გახდა #1TVSPORT

12:46, 22.04.2025

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა Laureus World Sports Academy-ის ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია. „სპორტული ოსკარი“ „წლის გუნდის“ ნომინაციაში მადრიდის „რეალმა“ მოიგო.

ამ პრიზზე ასევე წარდგენილნი იყვნენ „ბოსტონ სელტიქსი“ (NBA), „ბარსელონას“ ქალთა საფეხბურთო გუნდი, „მაკლარენი“ (ფორმულა 1), ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები და აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები.

მადრიდის „რეალმა“ 2024 წელს თავისი კოლექცია ლა ლიგის, ესპანეთის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულებით შეავსო.

მსგავსი