„მადლობა დიდ ბიჭებს“- პრესტიჟული სარაგბო გამოცემა ქართველ მორაგბეებს დაემშვიდობა
„მადლობა დიდ ბიჭებს“- პრესტიჟული სარაგბო გამოცემა ქართველ მორაგბეებს დაემშვიდობა

პრესტიჟულმა ფრაგულმა სარაგბო გამოცემამ „მიდი ოლიმპიკმა“ (Midi olimpique) დავით ზირაქაშვილსა და მამუკა გორგოძეს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ავტორმა მათი კარიერის დასრულებაზე ისაუბრა და ქართული რაგბის ორ გამორჩეულ მოთამაშეს თბილი სიტყვებით, ქართულ ენაზე დაემშვიდობა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს სტატიიდან:

„გვინდა ვისაუბროთ „ტოპ-14-ის“ ორ ქართველ მონსტრზემამაუკა გორგოძეზე და დავით ზირაქაშვილზე. ეს ბიჭები საფრანგეთში ამ საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდნენ კარიერის გასაგრძელებლად. ნამდვილად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ორი მოთამაშე საფრანგეთის ჩემპიონატზე ასეთ ზეგავლენას მოახდენდა. მათ უკვე გააკეთეს განცხადება კარიერის დასრულების შესახებ და ეს ძალიან დიდი ხმაურის გარეშე, ძალიან ჩუმად მოხდა, არა და ასე არ უნდა ყოფილიყო.

ჩვენ გვინდა რომ მადლობა ვუთხრათ ამ დიდ ბიჭებს, მებრძოლებს, რომლებსაც საკუთარი ჯანმრთელობა არასდროს დაუზოგავთ როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო მატჩებში.

მათ საკუთარი ვალი ქვეყნის წინაშე პირნათლად აქვთ მოხდილი, ზირაქაშვილმა ეროვნულ გუნდში 53 მატჩი ჩაატარა, გორგოძემ კი 75 კეპი მოიხვეჭა. ისინი რომ საფრანგეთში დაბადებულიყვნენ აუცილებლად ითამაშებდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში და იქაც ლიდერთა შორის იქნებოდნენ.

შემთხვევითი არაა, რომ ამ ორ დიდი მორაგბის გაცილებაც ისევე მორიდებული გამოდგა, როგორებიც ისინი ცხოვრებაში არიან. ყველაფერმა ოვაციებისა და საპატიო წრის გარეშე ჩაიარა, თუმცა, მათ უნდა იცოდნენ, რომ გულშემატკივართა და დამფასებელთა მთელი არმია ჰყავთ და მათ შორის ჩვენც ვართ: Nakhvamdis, Messieurs.“

შეგახსენებთ, დავით ზირაქაშვილი ფრანგულ კლუბ „კლერმონში“ 2004 წლიდან თამაშობდა და კლუბთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი ორჯერ გახდა. მამუკა გორგოძე კი 2005-2014 წლებში მონპელიეს ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც ტულონში გადაინაცვლა. ქართველმა მორაგბეებმა კარიერის დასრულება გადაწყვიტეს და ამაზე ოფიციალურად განაცხადეს. მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო მათი გამოსამშვიდობებელი მატჩები დიდი ალბათობით არ შედგება.