მესი, ნეიმარი და დი მარია პსჟ-ს განაცხადში ვერ მოხვდნენ #1TVSPORT
მესი, ნეიმარი და დი მარია პსჟ-ს განაცხადში ვერ მოხვდნენ #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ დღეს, 11 სექტემბერს „კლერმონს“ მასპინძლობს.

პარიზელების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მოედანზე მესი, ნეიმარი და დი მარია არ გავლენ, რადგან პოჩეტინომ ისინი განაცხადში არ შეიყვანა.

საქმე ისაა, რომ პსჟ-ში გადაწყვიტეს, წამყვანი ფეხბურთელების ის ნაწილი, რომელიც სანაკრებო თამაშებში მონაწილეობდა, დაასვენონ.

საფრანგეთის ჩემპიონატის ახალი სეზონის სატურნირო ცხრილს პარიზული გრანდი ოთხი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს (ოთხი მატჩი-ოთხი გამარჯვება). „კლერმონსაც“ მშვენიერი სტარტი აქვს – გუნდი ოთხი ტურის შემდეგ (ორი მოგება, ორი ფრე და ნული მარცხი) მესამე პოზიციაზე იმყოფება.