მადაგასკარზე  წითელას ინფექციით 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
მადაგასკარზე წითელას ინფექციით 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

მადაგასკარზე 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე წითელას ინფექციას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა შორის უმრავლესობა ბავშვია. კუნძულოვანი სახელმწიფოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში წითელათი დაავადებულთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა.

როგორც ტელეკომპანია „სი-ენ-ენი“ იუწყება, მადაგასკარზე წითელას გავრცელების დასაწყისში მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებელი 50 პროცენტზე ნაკლები იყო, რაც ჯანდაცვის სისტემის არასაკმარის დაფინანსებას უკავშირდება.