მაჭარაშვილმა ეფექტურად გაიტანა – “სტრუმბრასი” თასის ნახევარფინალშია (ვიდეო)

13:09, 03.09.2018

ლევან მაჭარაშვილმა თავი ლიეტუვაში გამოიჩინა. ქვეყნის თასის მეოთხედფინალში ქართველი ნახევარმცველის გუნდი „სტრუმბრასი“ ვილნიუსში „ვილტისს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.

37-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გვინეელ ალსენ ბაჰს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო 82-ე წუთზე საჯარიმო შეასრულა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

ამ გამარჯვებით „სტრუმბრასი“ ლიეტუვას თასის ნახევარფინალში გავიდა.

https://www.facebook.com/FCStumbras/videos/301543343762215/?fref=gs&dti=488154221560116&hc_location=group&fb_dtsg_ag=AdzSBo4YCyfKvHzcGLr9fWFegjPUpw49jSV18wCog9p72w%3AAdx6fHvSJ2stK7TW1WaRNgUg1ldDZ7f0rKrmv1kx4TQoiA

მსგავსი