მაჭარაშვილმა ეფექტურად გაიტანა - "სტრუმბრასი" თასის ნახევარფინალშია (ვიდეო)
ლევან მაჭარაშვილმა თავი ლიეტუვაში გამოიჩინა. ქვეყნის თასის მეოთხედფინალში ქართველი ნახევარმცველის გუნდი „სტრუმბრასი“ ვილნიუსში „ვილტისს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
37-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა გვინეელ ალსენ ბაჰს საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო 82-ე წუთზე საჯარიმო შეასრულა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.
ამ გამარჯვებით „სტრუმბრასი“ ლიეტუვას თასის ნახევარფინალში გავიდა.