იაპონური „ვისელ კობეს“ ფორვარდი ლუკას პოდოლსკი, შესაძლოა, ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავროს. ამისთვის მას ეროვნულ გუნდში კარიერის განახლება დასჭირდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირში უკვე გაიმართა შესაბამისი კონსულტაცია – ვეტერან ფეხბურთელს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე მონაწილეობისთვის მიიწვევენ ეროვნულ გუნდში.
„რა თქმა უნდა, ვისურვებდი ოლიმპიადაზე წასვლას. ეს განსაკუთრებული მომენტია თითოეული სპორტსმენისთვის. თუ ჩემი პიროვნებით დაინტერესდებიან, დაველაპარაკები შესაბამის ადამიანებს“, – მოჰყავს პოდოლსკის სიტყვები „არ-პი ონლაინს“ (RP-Online).
პოდოლსკის ეროვნულ გუნდში 130 მატჩი აქვს ჩატარებული. ის 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2017 წელს კი საერთაშორისო კარიერა დაასრულა.