პოდოლსკი პოლონეთში აპირებს კარიერის დასრულებას

20:22, 20.11.2019

გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი, რომელიც იაპონიის „ვისელ კობეში“ თამაშობს, შესაძლოა, პოლონეთის ჩემპიონატში გადაბარგდეს.

როგორც პოლონური პრესა წერს, 34 წლის გერმანელი მოლაპარაკებებს აწარმოებს ზაბჟეს „გურნიკთან“ 1.5-წლიან კონტრაქტზე.

ასე რომ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, შესაძლოა, კარიერა თავის ისტორიულ სამშობლოში დაასრულოს.

„ვისელ კობეს“ გარდა, პოდოლსკის უთამაშია „არსენალში“, „ინტერში“, „ბაიერნში“, „კიოლნსა“ და „გალათასარაიში“.

მსგავსი