ლუკას პოდოლსკის ნაკრებში დაბრუნება და ოლიმპიადაზე თამაში უნდა
ლუკას პოდოლსკის ნაკრებში დაბრუნება და ოლიმპიადაზე თამაში უნდა

იაპონური „ვისელ კობეს“ ფორვარდი ლუკას პოდოლსკი, შესაძლოა, ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადაზე გაემგზავროს. ამისთვის მას ეროვნულ გუნდში კარიერის განახლება დასჭირდება. გერმანიის საფეხბურთო კავშირში უკვე გაიმართა შესაბამისი კონსულტაცია – ვეტერან ფეხბურთელს ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე მონაწილეობისთვის მიიწვევენ ეროვნულ გუნდში.

„რა თქმა უნდა, ვისურვებდი ოლიმპიადაზე წასვლას. ეს განსაკუთრებული მომენტია თითოეული სპორტსმენისთვის. თუ ჩემი პიროვნებით დაინტერესდებიან, დაველაპარაკები შესაბამის ადამიანებს“, – მოჰყავს პოდოლსკის სიტყვები „არ-პი ონლაინს“ (RP-Online).

პოდოლსკის ეროვნულ გუნდში 130 მატჩი აქვს ჩატარებული. ის 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2017 წელს კი საერთაშორისო კარიერა დაასრულა.