გერმანიის ნაკრების ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ იაპონური კლუბი „ვისელ კობე” დატოვა. ფეხბურთელს იანვარში ამოეწურა კონტრაქტი და მხარეებმა გადაწყვიტეს აღარ გაეგრძელებინათ თანამშრომლობა, – წერს იაპონური პრესსამსახური.
34 წლის პოდოლსკი „ვისელ კობეში” 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. სულ მან გუნდში 60 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა.
გერმანელს ევროპაში „კიოლნის”, „ბაიერნის”, „ინტერის”, „არსენალისა” და „გალათასარაის” რიგებში უთამაშია. გერმანიის ნაკრებში მას 130 მატჩი და 49 გოლი დაუგროვდა.