გერმანიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ლუკას პოდოლსკი ახლოს არის პოლონურ „გურნიკთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
აღნიშნავენ, რომ მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონტრაქტზე. „გურნიკი“ ქალაქ ზაბჟეს გუნდია. სწორედ იქ დაიბადა და დაიწყო კარიერა პოდოლსკიმ.
გერმანელის ბოლო კლუბი იყო თურქეთის „ანტალიასფორი“. პირველი ივლისიდან ის თავისუფალი აგენტია.
ზაბჟეს „გურნიკი“ პოლონეთის პირველ ლიგაში გამოდის. შარშან მან მე-10 ადგილი დაიკავა.