ლუკ დე იონგი „სევილიაში“ გადავიდა
ლუკ დე იონგი „სევილიაში“ გადავიდა

„სევილიამ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ეინდჰოვენის“ ფორვარდ ლუკ დე იონგის შეძენის თაობაზე. 28 წლის ჰოლანდიელმა ესპანურ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა ხელშეკრულება. ტრანსფერის თანხად კი 12 მილიონი ევრო დასახელდა.

დე იონგი „ეინდჰოვენში“ 2014 წლიდან თამაშობდა. შარშან მან 43 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჰოლანდიის ჩემპიონატის გარდა, დე იონგს უთამაშია ინგლისისა („ნიუკასლი“) და გერმანიის („გლადბახი“) პირველობებში, ესპანეთში კი მისი დებიუტი შედგება.