„ბარსელონასა“ და „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ, 2000 წელს კატალონიიდან მადრიდში თავის სკანდალურ გადასვლაზე ილაპარაკა.
„მიმაჩნდა, რომ „ბარსელონა“ ცუდად მექცეოდა, ნაკლებს მიხდიდა, ვიდრე ვიმსახურებდი. გაჩნდა „რეალში“ გადასვლის შანსი, მაგრამ „ბარსას“ დირექტორატს ეგონა, რომ ვთვალთმაქცობდი და თავად მოვიგონე ეს ყველაფერი. როცა უკვე თითქმის გაფორმებული მქონდა „რეალთან“ კონტრაქტი, ისინი მართლაც დათანხმდნენ იმ ყველაფრის მოცემას, რაც მინდოდა. ასე რომ, შემეძლო კატალონიაში დარჩენა, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო და მე „რეალში“ გადავედი“, – მოჰყავს ფიგუს სიტყვები საფეხბურთო პორტალ „ფორ ფორ თუს“ (Four Four Two).