ლუიშ ფიგუმ თანამედროვე ფეხბურთში ექვსი მოთამაშე გამოარჩია #1TVSPORT
ლუიშ ფიგუმ თანამედროვე ფეხბურთში ექვსი მოთამაშე გამოარჩია #1TVSPORT

პორტუგალიური ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა ლუიშ ფიგუმ თანამედროვე ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. 48 წლის ყოფილ ნახევარმცველს სთხოვეს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება, მაგრამ ფიგუმ ვერ შეძლო მის მიერ არჩეული მოთამაშეების რიცხვის შეკვეცა და ექვსი გამორჩეული დაასახელა.

ეს ფეხბურთელები არიან: კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, მოჰამედ სალაჰი, კილიან მბაპე და ნეიმარი.