ფიგუმ კვარაცხელიას შეკითხვას უპასუხა და რუსების ლიდერები ვერ იცნო [ვიდეო] #1TVSPORT

საფეხბურთო იუთუბარხზე ლუიშ ფიგუსთან საინტერესო ვიდეო გამოქვეყნდა. ჟურნალისტმა პორტუგალიელ ვეტერანს სთხოვა ფოტოებზე რუსი ფეხბურთელები გამოეცნო. 

ფიგუმ რუს გულშემატკივრებს გული დასწყვიტა, რადგან ვერ იცნო რუსეთში ისეთი პოპულარული ფეხბურთელები, როგორებიც არიან არტიომ ძიუბა და ალექსანდრე კოკორინი.

ლუიშ ფიგუმ ვიდეოზარის მეშვეობით, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებისა და ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ლეგენდარულ პორტუგალიელს ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ქართულად დაუსვა.

„ლუიშ ფიგუ, შენ ხარ ფეხბურთელებიდან ერთადერთი, რომელიც „ბარსელონადან“ მადრიდის „რეალში“ გადვიდა. ჩემი კითხვა ასეთია, როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?“

„ჩემი აზრით, ყველა ადამიანი ზეწოლაზე თავისებურად რეაგირებს. მეჩვენება, რომ წნეხი ყოველთვის მაიძულებდა, ტონუსში ვყოფილიყავი. მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარია კონცენტრირებული იყო საქმეზე, მოახერხო მობილიზება იმ სამუშაოზე, რომელსაც ყოველდღიურად ასრულებ. უნდა გაიუმჯობესო უნარები და თამაშზე ფოკუსირება შეძლო. უნდა შეეცადო და გარეშე ფაქტორების, პრესისა და ფანებისგან მომდინარე მოვლენების აბსტრაგირება მოახდინო. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთო“, – განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

ლუიშ ფიგუ თამაშობდა ესპანურ გრანდებში – მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონაში“, კარიერა კი 2009 წელს „ინტერში“ დაასრულა. პორტუგალიის ნაკრებში ფიგუმ 127 თამაში ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.