ბოლო ინფორმაცია კვარაცხელიაზე - სავარაუდოდ, ხვიჩა მაისში სათამაშოდ და სატრანსფეროდაც მზად იქნება #1TVSPORT
ბოლო ინფორმაცია კვარაცხელიაზე - სავარაუდოდ, ხვიჩა მაისში სათამაშოდ და სატრანსფეროდაც მზად იქნება #1TVSPORT

რუსტემ საიმანოვმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსეთის პრმეიერლიგოს 26 – ე ტურში „ურალთან“ (1:0) მატჩში დაშავდა და მოედანი იძულებით დატოვა. 

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა ახლა უკვე კონკრეტული თარიღებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ 20 წლის ქართველი თავდამსხმელი სათამაშოდ მზად ერთ თვეში იქნება.

„ხვიჩას ბარძაყის უკანა მხარის ტრავმა აქვს. მის გამოჯანმრთელებას 2-3 კვირა დასჭირდება, ყველაფერი ტრავმის სიმძიმეზეა დამოკიდებული. გავა თუ არა ამ სეზონში მოედანზე? ჩემპიონატი სამ კვირაში დასრულდება. საუკეთესო შემთხვევაში, ის ბოლო მატჩს ჩაატარებს, შეიძლება ორსაც. არ არის გამორიცხული, რომ სეზონის დასრულებამდე შეძლოს“, – განუცხადა საიმანოვმასპორტ-ეკსპრესთან“.

რუსეთის ჩემპიონატის 2020/21 წლების სეზონში „რუბინი“ საიმანოვის ნახსენებ ბოლოსწინა 29-ე ტურის შეხვედრას 8 მაისს ტულაში „არსენალთან“ გამართავს, ხოლო ბოლო მატჩში 16 მაისს ვოლგოგრადის „როტორს“ დაუპირისპირდება. თუ ამ დროისთვის კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდება, გამოდის, რომ 2 და 6 ივლისს საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრაში დაეხმარება.

რაც მთავარია, ეს დიდი ალბათობით იმასაც ნიშნავს, რომ მოედანზე სწრაფად დაბრუნების შემთხვევაში, კვარაცხელიას ტრანსფერი ზაფხულში შედგება და ისევ ყაზანის „რუბინში“ არ დარჩება.