„გრემიოს“ ფორვარდმა, ლუის სუარესმა აზრი გამოთქვა „ინტერ მაიამიში“ შესაძლო გადასვლაზე.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ურუგვაელმა შეიძლება კარიერა MLS-ის კლუბში გააგრძელოს 2024 წლის 1 იანვრის შემდეგ, როცა ამოიწურება მისი კონტრაქტი „გრემიოსთან“.
„ჩემს მომავალზე უკვე ბევრი ითქვა, დასახელდა ბევრი გუნდი. დავილაპარაკებ ჩემს იურისტთან იმის გასარკვევად, როგორია შესაძლებლობები. არ მინდა წვრილმანებში ჩაღრმავება იქამდე, სანამ ბრაზილიის ჩემპიონატი არ დასრულდება.
„ინტერ მაიამის“ ვარიანტი შესაძლებელია. იქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემი შესანიშნავი მეგობარი ლიონელ მესი თამაშობს, რომელთან ერთადაც ყოველთვის განვიხილავთ მომავალს. მაგრამ მე ჯერ დასვენება მჭირდება, შემდეგ კი მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სუარესმა.