ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა „რეალის“ ცენტრალური მცველის სერხიო რამოსის ტრავმის შესახებ. 34 წლის ფეხბურთელმა მუხლი დაიზიანა ერთა ლიგაზე გერმანიასთან მატჩის დროს.
„ყველაფერი არც ისე სერიოზულადაა. იმედი მაქვს, სერხიო რამოსი მოკლე დროით გამოვიდა მწყობრიდან, ისევე, როგორც სერხიო კანალესი, რომელმაც ასევე მიიღო დაზიანება შეხვედრის დასაწყისში.
მე მესმის მომხდარის სრული მნიშვნელობა, რადგან ასევე ვმუშაობდი საკლუბო მწვრთნელად და შემიძლია საკუთარი თავი დავაყენო გუნდების მწვრთნელების ადგილას ასეთი სიტუაციებში“, – თქვა ენრიკემ.
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ სერხიო რამოსი და რაფაელ ვარანი ვერ ითამაშებენ მომავალ კვირას ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ინტერის“ წინააღმდეგ. ვარანმა ასევე სანაკრებო პაუზის დროს მიიღო ტრავმა.