საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი შტაბ-ბინის გახსნის საზეიმო ცერემონია ლოზანაში 23 ივნისს შედგება.
პრეზენტაცია ოლიმპიურ დღეს შედგება, სადაც წელს ასევე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შექმნიდან 125-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახალი შტაბ-ბინის შექმნის იდეამ პირველად 2014 წელს გაიჟღერა.
დანიური არქიტექტურული კომპანიის – 3XN-ის მიერ შვეიცარიულ არქიტექტურულ კომპანიასთან – იტენბრეხბულთან (IttenBrechbühl) თანამშრომლობით შექმნილი ახალი შტაბ-ბინა ერთ ჭერქვეშ გააერთიანებს სოკ-ის 500-მდე თანამშრომელს, რომლებიც დღეს ლოზანაში ოთხ შენობაში არიან გადანაწილებული.
ახალი შტაბ-ბინის გახსნის შემდეგ ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორი შენობა, უშუალოდ შტაბ-ბინა და ოლიმპიური მუზეუმი იქნება.