ლონდონში ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს
A demonstrator looks at a police officer at a protest outside New Scotland Yard police headquarters, following the kidnap and murder of Sarah Everard, in London, Britain, March 16, 2021. REUTERS/Henry Nicholls
ლონდონში ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად ლონდონის ცენტრში მსვლელობა მოეწყო.
მოგვიანებით, დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან და პოლიციის ოფისთან შეიკრიბნენ.
33 წლის სარა ევერარდი 3 მარტს ლონდონის სამხრეთ ნაწილში გაიტაცეს. რამდენიმე დღეში, სამართალდამცველებმა ქალის ცხედარი ტყეში აღმოაჩინეს. გატაცებასა და მკვლელობაში ბრალი წაუყენეს პოლიციის ოფიცერს, 48 წლის უეინ კაზენსს.
გასულ კვირაში, ლონდონში სარა ევერარდის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.