ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ახალმა სახელმწიფო ინსპექტორმა უფლება-მოვალეობები დღეს თამარ ქალდანისგან ოფიციალურად გადაიბარა.
ლონდა თოლორაიამ თამარ ქალდანს მადლობა გადაუხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბების, განვითარებისათვის, ინსტიტუტის საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღიარებისათვის გაწეული საქმიანობისათვის.
ლონდა თოლორაიამ თამარ ქალდანს მადლობა გადაუხადა ასევე, სამსახურის გადაბარების ღირსეული პროცესის უზრუნველყოფისა და სამსახურის მიერ საგამოძიებო ფუნქციის შესრულების მიზნით ამ დრომდე გადადგმული ნაბიჯებისთვის.
თავის მხრივ, თამარ ქალდანმაც ახალ სახელმწიფო ინსპექტორს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე პარლამენტმა 82 ხმით აირჩია. იგი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექვსი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.