„ლოკომოტივმა“ დავით ჯიქია დაიმატა
„ლოკომოტივმა“ დავით ჯიქია დაიმატა

თბილისის “ლოკომოტივის” ახალწვეული “სამტრედიას” თავდამსხმელი დავით ჯიქია გახლავთ – ეს სიახლე 22 წლის თავდამსხმელმა პირველ არხთან დაადასტურა.

“თბილისის “ლოკომოტივიდან” ნამდვილად დამიკავშირდნენ და ორწლიანი კონტრაქტი შემომთავაზეს, რომელსაც მალე გავაფორმებთ. ძალიან მიხარია, რომ ვბრუნდები ”ლოკომოტივში”, საიდანაც დიდი ფეხბურთში მოხვდი”, – ამბობს ჯიქია.

დავით ჯიქია საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო და ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია. ის 2016 წელს, “სამტრედიაში” გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საინტერესოა, რომ დავით ჯიქია ადრეულ წლებში მიუნხენის “ბაიერნის” საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა. 2013 წელს, მისი გოლით 18-19 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა თბილისის “ლოკომოტივმა” “ბარსელონას” იმ 19-წლამდელთა გუნდს 1:0 მოუგო, რომელიც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.