„კოლხეთი“ ეროვნული ლიგიდან გავარდა - „ლოკომოტივმა“ ადგილი შეინარჩუნა
„კოლხეთი“ ეროვნული ლიგიდან გავარდა - „ლოკომოტივმა“ ადგილი შეინარჩუნა

ფოთის „კოლხეთმა“ 34-ე ტურის შეხვედრა წააგო და ეროვნული ლიგიდან გავარდა. ეს თბილისში, „მიხეილ მესხი 2“ არენაზე მოხდა, სადაც ყველაზე ძველი ქართული კლუბი „ლოკომოტივს“ ესტუმრა.

„კოლხეთი“ „სამტრედიას“ 7 ქულით ჩამორჩებოდა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მხოლოდ მოგება აწყობდა. მაგრამ მასპინძლებმა ამის თეორიული შანსიც არ დატოვეს.

ზურიკო დავითაშვილის (8), მამია გავაშელიშვილის (14), რატი არდაზიშვილის (59), ოთარ კობახიძისა (69) და დათო ჯიქიას (82) გოლებს ფოთელებმა მხოლოდ კირილო დოროშენკოს (21) ზუსტი დარტყმით უპასუხეს და 5:1 დამარცხდნენ.

ლოკომოტივმა“ კი 41 ქულა დააგროვა, პლეი აუტის ზონაში მყოფ „რუსთავს“ 7 ქულით გაასწრო და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ხოლო „კოლხეთი 1913“ მომავალ სეზონს ლიგა 2-ში ითამაშებს.