„ლოკომოტივმა“ შეკრება უზბეკეთთან მატჩით დაასრულა
„ლოკომოტივმა“ შეკრება უზბეკეთთან მატჩით დაასრულა

ლოკომოტივმა“ ესპანეთში მოსამზადებელ ეტაპზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა და დამარცხდა.თბილისელთა მეტოქე უზბეკეთის ოლიმპიური ნაკრები იყო.

მატჩი უზბეკებმა აქტიურად დაიწყეს, „ლოკომოტივის“ შეცდომებით ისარგებლეს და ანგარიში სწრაფი გოლით გახსნეს – 0:1. მალევე მეტოქემ კიდევ ორი გოლი გაიტანა და პირველსავე ნახევარში აზიელები 3:0 დაწინაურდნენ.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ერთი ბურთი გაქვითა – 3:1. მეორე ნახევრის სტარტიდანვე „ლოკომ“ აქტიურად შეუტია, მაგრამ უპირატესობა გოლში მხოლოდ 85-ე წუთზე გარდასახა, ლუკა კიკაბიძის საგოლე გადაცემით დავით ჯიქიამ ისარგებლა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. დარჩენილ დროში „ლოკომოტივი“ ანგარიშის გათანაბრებას ეცადა, მაგრამ უზბეკეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ანგარიშით – 3:2 მოიგო.

„ლოკომოტივი“ სამშობლოში დაბრუნდება და ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისთვის მზადებას საგურამოს ბაზაზე გააგრძელებს.

„ლოკომოტივი“: ბულესკირია; ჭანტურია (ანდრონიკაშვილი 55); გაბაძე (ძებნიაური 60); გურეშიძე; შონია; არდაზიშვილი (სამურკასოვი 63); კირკიტაძე (კობახიძე 68); გვალია (კიკაბიძე 70); ინჯგია (ჯიქია 75); უბილავა (კომახიძე 78); სიხარულიძე (შეყილაძე 80)