ლოკომოტივმა წლის პირველი მატჩი გამართა. თბილისელებმა საგურამოს ბაზაზე აზერბაიჯანული ზაქათალა მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
ლაშა ჭაღიაშვილის გუნდიდან სტუმრებს ერთადერთი გოლი უილიამ ოლურემი ჯონმა გაუტანა – ლოკომოტივის ნიგერიელ-ამერიკელმა ლეგიონერმა 30-ე წუთზე გამოიჩინა თავი. თბილისელთა შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა დინამოდან გადასულმა დემეტრე ბულისკერიამ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო. მეორე ნახევარში ის ლუკა შეროზიამ შეცვალა.
ძირითად შემადგენლობაში იყო თბილისური გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული ალექსანდრე გურეშიძეც. ლოკომოტივმა ორივე ტაიმი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარა.
ლოკომოტივი: ბულისკერია (შეროზია), უბილავა (კომახიძე), გურეშიძე (ჯაფარიძე), ანდრონიკაშვილი, გაბაძე, გვალია (ჯანაშია), შონია (ძებნიაური), კიკაბიძე (არდაზიშვილი), ოლურემი (ოზბეთელაშვილი), ინჯგია (კაკულია), ჯიქია (შეყილაძე)