ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „ლოკომოტივის“ სპორტულმა დირექტორმა, ირაკლი ხვედელიანმა თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას კლუბიც ადასტურებს და თავად ხვედელიანიც.
ხვედელიანი „ლოკომოტივში“ 2022 წლის პირველ აპრილს დაინიშნა. მას უმუშავია „დინამო თბილისში“, „ვიტ ჯორჯიაში“, ყირგიზეთის „ალაი ოშში“.
ვინ გახდება „ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი, ჯერჯერობით უცნობია.
ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 23 ტურის შემდეგ თბილისური კლუბი 26 ქულით მე-8 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის საფრთხე ჯერ თავიდან არ აუცილებელია.
„ლოკომოტივმა“ სანაკრებო პაუზის დროს „იბერიასთან“ ამხანაგურ შეხვედრა გამართა და 3:1 გაიმარჯვა. გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონს 15 სექტემბერს „რუსთავთან“ საშინაო შეხვედრით განაახლებს.