ლიპარტელიანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო]

მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა – ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბაქოს ტანვარჯიშის დარბაზში მიმდინარე ტურნირზე, ლიპარტელიანი თავის წონაში (100 კგ.) პირველ ნომრად იყო განთესილი და პირველ წრეში დაისვენა. მეორეში კი ჯერ კიდევ 90 კილოგრამ წონითი კატეგორიიდან მოყოლებული, მისთვის უხერხულ მეტოქეს, ფრანგ – ალექსანდრ იდირს დაუპოირისპირდა.

ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში იდირმა პასიურობისთვის შიდო დაიმსახურა. მალევე ლიპარტელიანმა ვაზაარი მოიპოვა და დაწინაურდა. დაპირისპირების დასრულებამდე ერთი წუთით ადრე იდირმა შესანიშნავი ილეთი შეასრულა, თუმცა ქართველმა თავი კარგად დაიცვა.

საბოლოოდ ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და შემდეგ შეხვედრაში მასპინძლების ბოლო იმედს, ელმარ გასიმოვს შეხვდება.