იტალო-არგენტინელმა კომპოზიტორმა დანიელ პაჩიტიმ მუსიკალური ნაწარმოები შექმნა, რომელიც „ბარსელონას“ ლიდერს, ლიონელ მესის ეძღვნება.
როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, არგენტინელი მოთამაშის საპატივცემულოდ პაჩიტიმ კონცერტი, ვიოლონჩელისთვის ორკესტრთან ერთად, სამ მოქმედებად გამართა. „მისი შთამბეჭდავი მაგიისთვის და ზებუნებრივი ძალისთვის, საოცარი ჭკუისთვის და უდიდესი პროფესიონალიზმისთვის, მისი სულის სანიმუშო თვისებებისთვის და მოკრძალებულობისთვის. გამოვხატავთ პატივისცემას ყველა დროის ერთ-ერთი გამოჩენილი სპორტსმენის – ლიონელ მესის მიმართ,“ – აღნიშნა პაჩიტიმ.