ლიონელ მესიმ კარიერაში მე-800 გოლი ჯარიმით გაიტანა – არგენტინამ მსოფლიო თასის მოგების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT

07:53, 24.03.2023

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა კატარში ტიტულის მოპოვების შემდეგ პირველ მატჩი ჩაატარა – ბუენოს აირესში ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა პანამა.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს. უგოლო ფრე 78-ე წუთამდე იყო შენარჩუნებული, რის შემდეგაც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა „ატლანტა იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ტიაგო ალმადამ. 89-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი ლიონელ მესიმ მიითვალა.

მესისთვის ეს იყო მე-800 გოლი კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე. გარდა ამისა, მას ერთი გოლია აკლია იქამდე, რომ არგენტინის ნაკრებში 100 გოლი დაუგროვდეს. შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას არგენტინა სამ დღეში კურასაოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი