ლიონელ მესიმ კარიერაში მე-800 გოლი ჯარიმით გაიტანა - არგენტინამ მსოფლიო თასის მოგების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა კატარში ტიტულის მოპოვების შემდეგ პირველ მატჩი ჩაატარა – ბუენოს აირესში ამხანაგურ მატჩში 2:0 დაამარცხა პანამა.
პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები ვერ გაიტანეს. უგოლო ფრე 78-ე წუთამდე იყო შენარჩუნებული, რის შემდეგაც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა „ატლანტა იუნაიტედის“ ნახევარმცველმა, ტიაგო ალმადამ. 89-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი ლიონელ მესიმ მიითვალა.
მესისთვის ეს იყო მე-800 გოლი კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე. გარდა ამისა, მას ერთი გოლია აკლია იქამდე, რომ არგენტინის ნაკრებში 100 გოლი დაუგროვდეს. შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას არგენტინა სამ დღეში კურასაოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.