ლიონელ მესი საუდის არაბეთში არ მიიღეს #1TVSPORT
ATLANTA, GEORGIA - NOVEMBER 02: Lionel Messi #10 of Inter Miami reacts after a missed shot attempt against Atlanta United during the second half of the 2024 MLS Cup Playoffs at Mercedes-Benz Stadium on November 02, 2024 in Atlanta, Georgia. (Photo by Kevin C. Cox/Getty Images)
ირკვევა, რომ ლიონელ მესის მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საუდის არაბეთის კლუბში გადასვლა სურდა. ამის შესახებ ადგილობრივ გამოცემა Thmanya-ს განუცხადა აბდალა ჰამადმა, რომელიც ერ-რიადში ტალანტების განვითარების აკადემიის გენერალური მენეჯერია.
„მესის გუნდი დამიკავშირდა გასულ ზაფხულს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დროს. მას MLS-ის სეზონებს შორის ოთხთვიანი შესვენებისას საუდის არაბეთში თამაში სურდა, რათა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო.
მე წარვუდგინე ეს წინადადება მინისტრს, მაგრამ მან უარი უთხრა მესის ჩამოსულიყო აქ ოთხი თვით. ამით საკითხი დახურული იყო. მინისტრმა თქვა, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი არავისთვის იქნება საწვრთნელი ბანაკი“, – განაცხადა ჰამადმა.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება.