ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინას სჭირდება ისეთი სამხედრო დახმარება, როგორსაც თურქეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს
ლინას ლინკევიჩუსი - უკრაინას სჭირდება ისეთი სამხედრო დახმარება, როგორსაც თურქეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს

უკრაინას სჭირდება ისეთი სამხედრო დახმარება, როგორსაც თურქეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ წერს.

„უკრაინას სამხედრო დახმარება სჭირდება, რასაც აკეთებს თურქეთი და თვალსაჩინო სოლიდარობა, რასაც აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნით. ხელშესახები არგუმენტები ხმელეთზე და ზღვაში – კრემლისთვის გასაგები ერთადერთი ენაა, რომ აიძულოს დეესკალაცია“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.