ლინას ლინკევიჩუსი – უკრაინას სჭირდება ისეთი სამხედრო დახმარება, როგორსაც თურქეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს
უკრაინას სჭირდება ისეთი სამხედრო დახმარება, როგორსაც თურქეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან იღებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ წერს.
„უკრაინას სამხედრო დახმარება სჭირდება, რასაც აკეთებს თურქეთი და თვალსაჩინო სოლიდარობა, რასაც აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნით. ხელშესახები არგუმენტები ხმელეთზე და ზღვაში – კრემლისთვის გასაგები ერთადერთი ენაა, რომ აიძულოს დეესკალაცია“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.
#Ukraine needs support by arms- what #Turkey is doing and visible signs of solidarity- what #US is doing by sending warships to the Black Sea. Tangible arguments on the ground and on the sea- the only understandable language for #Kremlin to force de-escalation. #StandWithUkraine
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) April 12, 2021