ლინას ლინკევიჩუსი - აზოვის ზღვაში ვითარების ესკალაციით რუსეთი გამოცდას გვიწყობს
ლინას ლინკევიჩუსი - აზოვის ზღვაში ვითარების ესკალაციით რუსეთი გამოცდას გვიწყობს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქერჩის სრუტეში სიტუაციის ესკალაციით რუსეთი ნატო-ს და  საერთაშორისო საზოგადოებას ახალ გამოცდას უწყობს. ლინას ლინკევიჩუსმა ეს განცხადება დღეს, ბრიუსელში ნატო-საქართველო-უკრაინის კომისიის სხდომის დაწყებამდე გააკეთა, სადაც ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. ლიეტუველი დიპლომატის თქმით, უკარაინული გემების მისამართით რუსეთის აგრესია კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია.

„აუცილებელია რუსეთისგან მომავალი ყველა საფრთხისა, არა მარტო კონვენციური, არამედ ჰიბრიდული საფრთხეების გათვალისწინებაც. აზოვის ზღვაში მომხდარი ფაქტი ნამდვილად არის საგანგაშო სიგნალი. მაგრამ ასეთი განგაშის ზარი წარსულში ბევრჯერ გაისმა, თუმცა არავინ გამოიღვიძა. რუსეთი ცდილობს, კიდევ ერთხელ გამოცადოს, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს, აინტერესებს, როგორი იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. ეს ეხება როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირს და ეუთო-საც“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.